ღარიბაშვილი: მელიას და ვასაძის ქმედებებს შორის განსხვავებას ვერ ხვდებით?

ნებისმიერი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც გაბედავს სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, კანონსაწინააღმდეგოს და ანტიკონსტიტუციურს, ყველა, განურჩევლად მათი გვარისა, თუ პოლიტიკური გემოვნებისა, აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.

განსხვავება არის ის, რომ ამ ვაჟბატონმა, მელიამ პირდაპირ გაახმოვანა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მათი გეგმა. ამ ადამიანმა და სხვებმა მასობრივ ძალადობას ორგანიზება გაუწიეს, ნუთუ, განსხვავებას ვერ ხვდებით?

რაც შეეხება ბატონ ვასაძეს, მე, როგოც ვიცი, ამაზე სამინისტრომ პრევენციული რეაგირება მოახდინა და იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ლევან ვასაძე თუ სხვა, ნებისმიირი მოქალაქე, თუ კონსტიტუციას გასცდება, აბსოლუტურად თანაბრად იქნება განხილული და რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი tv პირველის ეთერში, კითხვაზე, რატომ არ დაიჭირეს ლევან ვასაძე, რომელიც კომბლების რევოლუციით და პრაიდის ჩაშლით იმუქრებოდა.

კომენტარები