აქციის დარბევა

თალაკვაძე დარბევაზე: პოლიციამ მიიღო ზომები და ეს იყო რეაგირება და პასუხი ძალადობრივ შტურმზე

ჩვენი ფიქრები და ყურადღება ამ მომენტში არის მაქსიმალურად დაშავებულებთან. ადამიანებთან, რომლებმაც ამ მოვლენების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. მათ შორის არიან ახალგაზრდები, არიან ჟურნალისტები და არიან პოლიციელები, რომლებიც იცავდნენ იქ უსაფრთხოებას. ყველაფერი კეთდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღდგენილი. ჩვენ ამისათვის სათანადო რესუსრებს გამოვყოფთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იმ კლინიკებში სადაც ეს იქნება საჭირო. ძალიან სამწუხაროა და გულწრფელად განვიცდი, რომ არიან დაშავებულები და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მალე დაუბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.

რაც შეეხება შსს-ს. შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო მოქმედებდნენ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ როდესაც რეაგირება მოახდინეს მშვიდობიან მანიფესტანტებთან მყოფი, ერთი ძალადობრივი ჯგუფის და მათ მიერ ორგანიზებულლი მოქმედებების საპასუხოდ. პრაქტიკულად ორი საათის განმავლობაში პოლიციის მიმართ იყო შტურმი, იყო ძალადობა, ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა საზოგადოება და ბუნებრივი ის საპოლიციო მოქმედებები, რაც შემდეგ ვნახეთ. პოლიციამ მიიღო ზომები და ეს იყო რეაგირება და პასუხი ამ ძალადობრივ შტურმზე. თითოეული ფაქტი, სადაც შესაძლოა იყო კანონდარღვევა ან ძალის გადამეტება, იქნება შესწავლილი. ამაზე შსს მოახდენს სათანადო რეაგირებას, თუმცა რეაგირება იქნება იმათ მიმართაც ვინც იყო წამქეზებელი და ორგანიზატორი ამ ძალადობრივი მოქმედებების.  

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევაზე.

კომენტარები