აქციის დარბევა

მათიკაშვილი: გახარიას შესაბამისმა ქმედებამ თავიდან აგვაცილა წარსულში დაბრუნება

გიორგი გახარია გახლავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობით მოხდა შესაბამისი ქმედებების განხორციელება და ამ ყველაფერმა საქართველოს თავიდან აარიდა, იმ წარსულში დაბრუნება სწორედ, რაც ძალიან სურს ნაციონალურ მოძრაობას. ისინი ხელებს იფხანენ, ვერ სცილდებიან ამ იდეას, რომ ეს ქვეყანა კვლავ ჩაითრიონ იმ სისხლში, რომელსაც თვითონ ადუღებდნენ საქართველოში, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. მაგრამა ამას ისინი ვერ ეღირსებიან. ყველაზე დიდი პასუხიმგებლობა პოლიტიკური აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა და ამ კუთხით მისი პირდაპირი ბრალეულობა არ იყო, ქუცნაშვილმა დატოვა მანდატი და გავიდა პარლამენტიდან. შესაბამისი ძალა გამოიყენა პოლიციამ მას შემდეგ როცა აშკარა გახდა, რომ მათი განზრახვა იყო პარლამენტში შემოჭრა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხიმგებლობის შესახებ.

კომენტარები