აქციის დარბევა

მათიკაშვილი აქციის დარბევაზე: დიახ, გამოყენებული იყო პროპორციული ძალა

ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული ქეისების შემთხვევაში ადამიანებმა მიიღეს დაზინება, მაგრამ მთავარი რა არის, ამოსავალი წერტილი რა არის? აქ პოლიციის პროპორციული ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. მთელმა საზოგადოებამ დაინახა როგორ ცდილობდნენ ძალიან ანგაჟირებული ადამიანები შეჭრილიყვნენ პარლამენტში და როგორ დაიცვა საქართველოს პოლიციამ ეს კონსტიტუციური ორგანო. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს 26 მაისი, როდესაც კი არ ხდებოდა მოძალადე მომიტინგეების აყვანა, არამედ ხდებოდა დასჯა.

20 ივნისს ეს იყო ძალადობრივად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, პოლიციის განხორციელებული შესაბამისი ადეკვატური ქმედება, რომელსაც სამწუხაროდ ცალკეულ ქეისებში მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. თითოეული ქეისი არის ცალკე განსახილველი და თუ კი ადგილი აქვს რაიმე სახის უფლებამოსილების გადამეტებას, ცხადია ადეკვატური შედეგი უნდა დადგეს. შსს-მ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და რაც შეეხება ასეთ შემთხვევებს, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, შს მინისტრმაც მინისტრმაც გაუსვა ხაზი, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დიახ, ეს იყო პროპორციული ძალა, მაგრამ ასეთ ქმედებებს, არამარტო საქართველოში, თან ახლავს, ნეგატიური შედეგი, ამიტომ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხიმგებლობის შესახებ.

კომენტარები