აქციის დარბევა

ოხანაშვილი: გახარიამ სახელმწიფოს ააცილა ენმ-ის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება

გახარიამ სახელმწიფოს ააცილა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება. და ვერ ეღირსება ნაციონალური მოძრაობა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად არ იყოს გიორგი გახარია. გახარიამ უზრუნველყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ძალიან ცუდია ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა, ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა არის ჩვენთვის უმთავრესი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. მე ვარ სოლიდარული ყველა იმ მშვიდობიან ახალგაზრდის, ვინც მიტინგზე მოდიოდა და თავის გულწრფელ პროტესტს აფიქსირებდა...

გიორგი გახარიას გადადგომის ოცნება აქვს ენმ-ს და ამ ოცნებას პირობას გაძლევთ, არ ავუსრულებთ.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის 20 ივნისის აქციის დარბევაში შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხიმგებლობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები