კობახიძის გადადგომა

უსუფაშვილი: კობახიძე იმ საღამოსვე რომ გადამდგარიყო, ავიცილებდით ძალიან ბევრ საშინელებას

ხელისუფლებას კობახიძის წასვლის თაობაზე იმ საღამოსვე რომ მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენ ავიცილებდით ძალიან ბევრ საშინელებას. ეს არ არის ზოგადი განცხადება, რომ ზოგადად დაზარალდა რაღაცა. აქ არის კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, რომლებსაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ. გავრილოვმა საქართველოს პარლამენტს შეურაცხყოფა და მოქალაქეებს მორალური ზიანი მიაყენა, თუმცა არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენა "ქართულმა ოცნებამ" იმავე საქართველოს პარლამენტს კობახიძის იმ გზით გადაყენებით, რაც ჩვენ ვნახეთ. თვითონ იდგა და სხვა ლაპარაკობდა იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგაო. რეგლამენტში შემთხვევით არ წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგეს საჯარო განცხადებით ან პარლამენტის წერილობითი მიმართვით. ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, თანამდებობის მეორე პირი, რომელსაც ან საუბრის უნარი არ ჰქონდა, ან საშუალება არ მისცეს. ეს არის პარლამენტის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანს ამხელა თანამდებობა გიკავია და თავად არ ან ვერ ახერხებ იმას, რომ გვითხრა, რაშია საქმე და დასჯილი ბავშვივით დგახარ გვერდზე

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და შენების მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში თქვა.

კომენტარები