კობახიძის გადადგომა

გაბაშვილი: კობახიძის გადადგომა მეტ-ნაკლებად ადეკვატური პასუხი იქნებოდა გუშინ დილით

კობახიძის გადადგომა და ქუცნაშვილის მიერ მანდატის დატოვება  მეტ-ნაკლებად ადეკვატური პასუხი იქნებოდა ეს, გუშინ დილით რომ მომხდარიყო, სწორედ ამას ითხოვდა საზოგადოება. მაგრამ ამ საზოგადოებას მერე რეზინის ტყვიებით გაუსხნეს ცეცხლი, მოწამლეს გაზით და იყო სასტიკი დარბევა. ამაზე პასუხი არის ახლა გახარიას გადაგომა და შემდგომ პროპორციული წესით სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არის დღეს საზოგადოების მოთხოვნა და ამ მოთხოვნას უნდა გაუსწოროს თვალი ივანიშვილმა.

ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მანდატის დატოვების შესახებ.

კომენტარები