კობახიძის გადადგომა

მდინარაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნის გამო გადადგა, მწარედ ცდება

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ირაკლი კობახიძე იმიტომ გადადგა, რომ ამას ოპოზიცია ითხოვდა და ნაციონალური მოძრაობა ძალიან მწარედ ცდება. ეს პოზიცია არის არასწორი. ირაკლი კობახიძე გადადგა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან აიღო კონკრეტული პოლიტიკური პასუხიმგებლობა და მან თქვა, რომ მე შემიძლია ჩემს თავზე ავიღო და უნდა ავიღო პოლიტიკური პასუხიმგებლობა, მიუხედავად კონკრეტული ობიექტური გარემოებებისა. ის არ გადამდგარა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა ამას.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ საუბრობს.

კომენტარები