კობახიძის გადადგომა

ხოშტარია: დღეს, კობახიძის თალაკვაძით შეცვლა არაადეკვატური და ცინიკურია ნაბიჯია

აბსოლუტურად არაადეკვატური და ცინიკურია ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, კობახიძის თალაკვაძის შეცვლის თაობაზე. გუშინ იყო მომენტი, როდესაც ლეგიტიმურ პროტესტზე ეს ნაბიჯი მართლაც ჩააცხრობდა ვითარებას, გარკვეულწილად, თუმცა პრობლემას არ აღმოფხვრიდა. დღეს, მას შემდეგ რაც ადამიანებს დამიზნებით დაუშინეს რეზინის ტყვიები, ახრჩობდნენ გაზში და რა სიასტიკეც ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად არაადეკვატური ნაბიჯია. პლიუს, ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნებისგან პოლიციის ქმედებების ქება და გამართლება, ამიტომ დღეს მთავარი მოთხოვნები არის, გახარიას გადადგომა და რაც მთავარია, ფუნდამენტური ცვლილება, რაც იქნება პროპორციული არჩევნები. ამ მიზნების გარშემო ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ. როგორც დღეს ოცნებაში თქვეს, კობახიძეს არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებს.

კომენტარები