ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში იწვევს

Anita Rachvelishvili

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში იწვევს

ამის შესახებ ქართველმა არტისტმა Facebook-ზე ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე დაწერა. 

"წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!",- წერს რაჭველიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

 

კომენტარები