რუსეთ-საქართველო

ალექსეი ნავალნი: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტის გამო?

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ვლადიმირ პუტინს საქართველოში ავიარეისების გაუქმების გამო აკრიტიკებს. 

ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა. 

"პუტინმა გადაწყვიტა, საქართველოს ქუჩის აქციების გამო დასაჯოს. მან ავიარეისები აკრძალა საქართველოში. ბევრი რუსი ვერ შეძლებს იქ იაფად და ხარისხიანად დასვენებას. კითხვა: პუტინი ქართველების პროტესტის გამო, რატომ სჯის რუსებს?",- წერს ნავალნი

ოპოზიციონერი რუსეთის პრეზიდენტს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ მან მთავრობას საქართველოდან რუსი ტურისტების გაყვანა დაავალა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

 

კომენტარები