20 ივნისის აქცია

გოგიჩაიშვილი კობახიძეზე: ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება

ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მოთხოვნა. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ნუ დაემსგავსებით ნაციონალურ მოძრაობას, თითქოს საზოგადოებას ვაჟკაცობა გინდათ ანახოთ და თითქოს მოთხოვნის ფონზე არ გადააყენოთ ეს უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე. ეს სამარცხვინო ადამიანი. მაშინაც სამარცხვინო იყო როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს და ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია. დღევანდელი მოცემულობაა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება. ეს აღარ არის გადაყენება. ეს უნდა იყოს გაგდება. ეს არის აქტი. მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, რაც გუშინ ჩაიდინეს. რად ღირს იმ ახლგაზრდა ადამიანების თვალისჩინის პარლამენტის თავმჯდომარედ რომ იჯდეს კობახიძე რომ იჯდეს პარლამენტში. მაგის გამო მოხდა ამ ადამიანების დასახიჩრება? ამიტომ მშვიდობიანი პროტესტი არის გარდაუვალი. ეს ორი სიმახინჯე რაც არის ნაციონალური მოძრაობა და რაც არის ქართული ოცნება, არის პროტესტი მათ მიმართ გასაკეთებელი, მშვიდობიანი პროტესტი, რომ ეს დახუთულობა რომელიც არის პოლიტიკაში, დამთავრდეს. 

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, მმაღტველის გუნდის ოფისთან მივიდა სადაც ამ წუტებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარებს.

კომენტარები