აქცია პარლამენტთან

SOVLAB-ის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი აქციაზე დააკავეს, მას ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს

ირაკლი ხვადაგიანი
ირაკლი ხვადაგიანი / Facebook

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფოტოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ მას თვალის არეში დაზიანება აქვს. ხვადაგიანის თქმით, დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენეს. ის დაკავებულია.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ფეისბუქ გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ დააკავეს აგრეთვე ირაკლი ხვადაგიანის ძმა, მკვლევარი დავით ხვადაგიანი და მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

კომენტარები