გერმანია-უკრაინა

მერკელი: რუსეთს ყირიმის სანქციები მოეხსნება მაშინ, როდესაც ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება

ვოლოდიმირ ზელენსკი და ანგელა მერკელი
DW

19 მაისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება.

"მანამ, სანამ ამ ფრონტზე პროგრესი არ გვაქვს, სანქციებს ვერ მოვხსნით და ყირიმთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება," - განაცხადა ანგელა მერკელმა.

მერკელმა ისიც თქვა, რომ უკრაინელ პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მინსკის სამშვიდობო შეთანხმებაც განიხილა. 

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა.

კომენტარები