სამთავრობო ცვლილებები

ვოლსკი ტიკარაძეზე: ივანიშვილთან ურთიერთობა მას არანაირად უარყოფითად არ ახასიათებს, პირიქით

ამხელა რესურსების, ამხელა ბიუჯეტის ასეთი დიდი ნაწილით მხარჯველ სტრუქტურას და სისტემას, რასაკვირველია, ახალი ენერგია სჭირდება. მე არ მგონია, რომ აქ რაიმე წინააღმდეგობაზე ლაპარაკი შეიძლება იყოს, შიდა წინააღმდეგობაზე მითუმეტეს, თუ არა სურვილი პოლიტიზირების ამ საკითხის. ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა მას არანაირად უარყოფითად არ ახასიათებს, პირიქით, შეიძლება დადებითი უფრო მეტი ითქვას იმ შესანიშნავ მონაცემებთან ერთად, რომელიც მას გააჩნია, გნებავთ განათლების თვალსაზრისით და გნებავთ უშველებელი სამუშაო გამოცდილების თვალსაზრისით

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ჯანდაცვის ახალ მინისტრ ეკა ტიკარაძეზე. ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილედ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს, 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ბახტაძემ იქვე აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრი სერგეენკო დღეიდან მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

კომენტარები