თბილისის პრაიდი

ეპისკოპოსი საბა: ვინც "ქრისტეს" სახელით ძალადობს ან სხვებს მოუწოდებს, ანტიქრისტეა

ის ვინც "ქრისტეს" სახელით ძალადობს ან მოუწოდებს სხვებს, რომ იძალადოს, ანტიქრისტეა და მას საერთო ვერ ექნება სიყვარულის ღმერთთან.

ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ცოდვის წახალისება, ამაზრზენია LGBT პირების მიერ ჩატარებული პარადები და ასევ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მეც დავდგებოდი როგორც ქრისტიანი და გავაპროტესტებდი მათ ქმედებებს, მაგრამ არა კომბლებით და ქამრებით, არამედ ისე როგორც ქრისტიანს შეშვენის, რომელსაც უნდა უყვარდეს ყველა ადამიანი და ზრუნავდეს მასზე. 

ნუ გახდებით ანტიქრისტეს მიმდევრები არამედ უერთგულეთ ქრისტეს რომელიც იყო გაყიდული თავისი მოწაფის მიერ, კაცთაგან ნაგინები, ნაცემი, ნაფურთხები და ჯვარცმული.

სიყვარულით ეპისკოპოსი საბა.

წერს ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ფეისბუქზე

კომენტარები