აქციები კანცელარიასთან

კორძაია აქციაზე: ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ საპატრიარქომ გააკეთა ძალადობრივი განცხადება

ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როგორც კი დავინახეთ, რომ საფრთხე ექმნებოდა ამ უფლების რეალიზებას მოვედით და ვიქნებით სანამ ეს ადამიანები იქნებიან რისკის ქვეშ. მოვუწოდებთ საპატრიარქოს, რომ მის მრევლს მიმართონ და უთხრან, რომ დაიშალონ. მათი პასუხიმგებლობაა ის, რაც დღეს აქ ხდება, ის რომ დღეს უსაზღვრო აღვირახსნილობის მომსწრე ვართ, როცა ადამიანებს აგინებენ არაფრის გამო, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება არაფრის გამო და ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ დღეს საპატრიარქომ გააკეთა ძალადობრივი განცხადება.

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ძალადობრივი ჯგუფები თბილისის პრაიდის მომხეების წინააღმდეგ კონტრაქციას მართავდნენ.

კომენტარები