მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერებს არ უშვებენ. მას შემდეგ, რაც ადგილზე სასულიერო პირების და ფაშისტური ჯგუფების კონტრაქცია დაიწყო, პოლიციამ კორდონი გააკეთა.

ფოტო: ტაბულა

ფოტო: სალომე ბარკერი
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეული არ დაუშვან. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.





