აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა

GETTY

ოკუირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. ამის შესახებ ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, გალის რაიონში არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, აჩიგვარას გამყოფი ხაზი გაითიშა.

"ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, შედეგად, პრაქტიკულად აფხაზეთის მთელი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ დროისათვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები