ეთიოპია

ეთიოპიაში ქალმა მშობიარობიდან 30 წუთში სკოლის გამოცდა დაწერა

ეთიოპიაში ქალმა მშობიარობიდან 30 წუთში გამოცდა დაწერა.

21 წლის ალმაზ დერესე დასავლეთ ეთიოპიიდან, მეტუდანაა. ის იმედოვნებდა, რომ ტესტს ბავშვის დაბადებამდე დაწერდა, თუმცა საშუალო სკოლის გამოცდები გადაიდო. 

ალმაზის თქმით, ორსულობისას სწავლა პრობლემა არ ყოფილა და არ უნდა, გადასაბარებლად შემდეგ წელს დაელოდოს. 

მან ორშაბათს ინგლისურის, ამჰარიულისა და მათემატიკის გამოცდა საავადმყოფოში დაწერა, დერესე ამის შესახებ BBC-ის ესაუბრა.

სკოლის დათანხმება მისმა ქმარმა, ტადესე ტულუმ მოახერხა.

ეთიოპიაში გოგოებისთვის იშვიათი არაა სკოლის მიტოვება და მოგვიანებით სწავლის გასაგრძელებლად დაბრუნება.

გოგოს თქმით, ის გამოცდით კმაყოფილია და ბავშვი თავს მშვენივრად გრძნობს . 

კომენტარები