საქართველოს პარლამენტი

ქუცნაშვილი ბოკუჩავას: სიძულვილით ხართ გაჟღენთილი, არ მინდა ცხოვრებაში დაიღუპო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ეთიკურ ნორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტარების გამოსვლები სიძულვილის ენით და ძალადობითაა გაჟღენთილი. 

"არ ვიცი ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, რა უნდა მივიღოთ ჩვენ ამ პარლამენტში, რომ ჩემი ან ნებისმიერი სხვისი გამოსვლა ჩაჯდეს ეთიკურ საზღვრებში. მე აღარ ვიცი. ეთიკის კოდექსი მივიღეთ და ალბათ უნდა ავამოქმედოთ ეს კოდექსი, როგორც ჩვენი მომხრეების ასევე მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავიცვათ ეს პარლამენტი სიძულვილის ენისაგან და ძალადობისგან,რაც ასე იფრქვევა უხვად ჩვენს კედლებში",- ამბობს ქუცნაშვილი. 

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას, "რაც არ უნდა ელაპარაკო, მაინც ვეღარ შეიცვლება და ამ სიძულვილით არის გაჟღენთილი".

"იმ სიძულვილით რომელიც ვერ გაგამარჯვებინებს ქალბატონო თინა, სიყვარული გაგამარჯვებინებთ, სიძულვილი ვერ გაგამარჯვებინებთ ცხოვრებაში. ბოდიშს ვიხდი ჭკუის დამრიგებლის ან მასწავლებლის სახით არ გეუბნებით, არამედ მხოლოდ იმის გამო გეუბნებით ამას თინა, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ დაიღუპო",- მიმართა ქუცნაშვილმა თინა ბოკუჩავას. 

კომენტარები