თვითმფრინავი

თვითმფრინავში მგზავრმა საპირფარეშოს ნაცვლად საავარიო გასასვლელი გახსნა

CNN

დიდი ბრიტანეთიდან პაკისტანისკენ მიმავალ პაკისტანის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავში მგზავრმა შემთხვევით საპირფარეშოს ნაცვლად საავარიო გასასვლელი გახსნა. ამ დროისათვის თვითმფრინავი ჯერ არ იყო აფრენილი.

შედეგად, ფრენა 7 საათით გადაიდო.

მაისში აღმოსავლეთ ჩინეთში ხანში შესული მგზავრი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან თვითმფრინავის დაჯდომისას საავარიო გასასვლელის გაღება სცადა, რათა რიგში დგომა არ დასჭირვებოდა.

2018 წლის თებერვალში კი ნიგერიის დედაქალაქის აეროპორტში დაჯდომისას თვითმფრინავს საავარიო გასასვლელის კარი მოსძვრა.

კომენტარები