თვითმფრინავი

Microsoft-ის დამფუძნებელმა პოლ ალენმა მსოფლიოს ყველაზე დიდი თვითმფრინავი წარადგინა

Microsoft-ის დამფუძნებლის, პოლ ალენის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ წარადგინა თვითმფრინავი, რომლის ბორტიდანაც რაკეტების გაჩვება მოხდება. ამ თვითმრინავის Scaled Composites Stratolaunch ჰქვია და ის ფრთების სიგანით მსოფლიოში ყველაზე დიდია, მისი ფრთების საერთო სიგრძე 117 მეტრს აღწევს.

თვითმფრინავის წონა 589 ტონას შეადგენს, მას დამატებით ფრთებს შორის არსებული დამჭერებით 230 ტონის მოცულობის ტვირთის გადატანა შეუძლია. ორბიტაზე გასაშვებად რაკეტები სწორედ მის ფრთებს შორის განლაგდება.  თვითმფრინავს Boeing 747-ის ექვსი ძრავა აქვს დამონტაჟებული.

თვითმფრინავი იქამდე სანამ რაკეტებს გაუშვებს მომდევნო ორი წლის მანძილზე შემოწმებას გაივლის. 

Stratolaunch Systems-ი პოლ ალენმა 2011 წელს დააფუძნა. კომპანია ორბიტაზე თანამგზავრების გაყვანის ეკონომიკურად მომგებიანი გზის შემუშავებას და კოსმოსური ტურიზმის განვითარებას გეგმავს.

კომენტარები