უეფას ერთა ლიგა

გურამ კაშია: საქართველოს ნაკრებს დაცვაში განსაკუთრებული ყურადღება მართებს

GFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ დანიის ნაკრებთან დღეს გასამართი ერთა ლიგის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს დაცვაში განსაკუთრებული ყურადღება მართებს.

გურამ კაშია: "სამწუხაროა, რომ საკუთარ კლუბში ბოლო შეხვედრებში თამაში არ მომიწია, ეს მეც მაწუხებს, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მომეცემა შანსი, რომ კლუბშიც ვითამაშო. ფიზიკურ მომზადებას ინდივიდუალურად ძალიან დიდი ყურადღებას ვუთმობ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კვირაში ორი მატჩის ჩატარება ჯერ კიდევ შემიძლია.

რაც შეეხება დანიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, სამწუხაროა, რომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი მოთამაშე გვაკლია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებს შეგვიქმნის. ჩემი აზრით, დანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, მათ ჯგუფში რთული მდგომარეობა აქვთ და აქედან გამომდინარე, ჩვენს წინააღმდეგ აუცილებლად სამი ქულის მოსაპოვებლად გამოვლენ. ამიტომ, დისციპლინირებული თამაში გვმართებს, განსაკუთრებით  დაცვაში. ინდივიდუალური შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ ჩვენს შანსს და გამოვიყენოთ ის."

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.

კომენტარები