უეფას ერთა ლიგა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრები საქართველოში ლიდერის გარეშე ჩამოდის

საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ, შვეიცარიის ეროვნულ გუნდს ნახევარმცველი ჯერდან შაქირი გამოაკლდა. Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აქვს და მკურნალობა სჭირდება.

შაქირი შვეიცარიის ნაკრებში გამოძახებული იყო და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა, მაგრამ ტრავმის მიღების შემდეგ, მან ბანაკი უკვე დატოვა. 27 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

შვეიცარია საქართველოსთან ერთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მატჩს 23 მარტს "დინამო არენაზე" ჩაატარებს, 3 დღის შემდეგ კი, დანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

კომენტარები