თურქეთი

ოზილმა ერდოღანს სთხოვა, რომ ქორწილში მისი ხელისმომკიდე ყოფილიყო

Daily Sabah

ფეხბურთელის მესუტ ოზილის თქმით, მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდორანს სთხოვა, რომ ქორწილში მისი ხელისმომკიდე ყოფილიყო. ოზილის განცხადებას თურქებისგან კრიტიკა მოჰყვა.

30 წლის ფეხბურთელი მესუტ ოზილი ყოფილ მის თურქეთი ამინე გუსზე დაქორწინდა. წყვილმა 2017 წელს დაიწყო შეხვედრა, ხოლო 2018 წელს გამოაცხადეს, რომ დანიშნულები იყვნენ. ქორწილი ბოსფორის სრუტსთან არსებულ ერთერთ მდიდრულ სასტუმროში ჩატარდა.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ოზილმა საჯაროდ გამოხატა მისი სიმპათია ერდოღანის მიმართ. 2018 წელს მსოფლი ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე, მან ერდოღანთან გადაიღო სურათები, რამაც კრიტიკა გამოიწვია. მას შემდეგ ოზილმა დატოვა საერთაშორისო ფეხბურთი, რადგან ფოტოების გამო გერმანიაში "რასიზმსა და უპატივცემულობას" გადააწყდა - "მე გერმანელი ვარ, როდესაც ჩვენ ვიგებთ, ხოლო როდესაც ვაგებთ მე ემიგრანტი ვარ".

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ხშირად ესწრება ცნობილი ადამიანების ქორწილებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

თურქეთში სტამბოლის არჩევნები ხელახლა 23 ივნისს გაიმართება, რადგან სასამართლომ 31 მარტის არჩევნების შედეგები გააუქმა. 31 მარტის სტამბოლის არჩევნებში 1994 წლის შემდეგ პირველად ოპოზიციის კანდიდატმა ემრეკ იმამოღლუმ მოიგო. მან ხმათა 48.8%, ხოლო მისმა ოპონენტმა ბინალი ილდიმირმა 48.55% მიიღო.

კომენტარები