ცნობილი ადამიანები

გავრცელებული ინფორმაციით, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შორდებიან

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი

ირინა შეიკი და ბრედი კუპერი შესაძლოა დაშორდნენ - ამის შესახებ წყარო გამოცემა E!-ს ესაუბრა.

წყაროს ინფორმაციით, წყვილი დროს ცალ-ცალკე ატარებს, რათა მიხვდნენ ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.

“ყველაფერი უკეთ იყო, თუმცა შემდეგ მაინც გაჩნდა კითხვები, არის თუ არა წყვილად ყოფნა საუკეთესო რამ. მათ უნდათ, რომ შვილის გამო ერთად იყვნენ, თუმცა ამით ბედნიერები არ არიან”, - წერს E!.

წყვილს ერთი ქალიშვილი ყავს, რომელიც 2017 წლის 21 მარტს შეეძინათ.

“ისინი დროს ცალ-ცალკე ატარებენ, რათა მიხვდნენ რა არის უკეთესი. მათ ურთიერთობის შენარჩუნებისთვის ბევრი აქვთ გაკეთებული და ამიტომ უჭირთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება”, - წერს E!.

2019 წლის Met Gala-ზე ირინა შეიმი ბრედლი კუპერის გარეშე იყო. მაშინ გამოცემები უკვე წერდნენ მათი შესაძლო დაშორების შესახებ.

კომენტარები