ხვალ, 6 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, რეხის I ქუჩის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის, პატარა ტბის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 IV კვარტლის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, გიორგი მდივანის, ჯავახეთის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, II ხეივნის, შავიშვილის, წითლანაძის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, გაგარინის, დარასელიას, შარტავას და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის დაპეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, ვაზისუბნის, იმედაშვილის, ილია ოდიშელიძის, გაგარინის, არდაზიანის, ზოვრეთის, ოდესის, ზემო ვეძისის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, შანდორ პეტეფის და ალუბლების ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.