სააკაშვილი უკრაინაში

ვოლსკი: ეტყობა კლიჩკომ არ იცის კარგად, რომ სააკაშვილი მძიმე მუხლებით არის გასამართლებული

როგორც ვიცი, ქალაქის მერმა, კლიჩკომ სააკაშვილს შესთავაზა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ეტყობა კლიჩკომ არ იცის კარგად, რომ რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული და ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, თავის პოზიცია გააჩნია. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი სააკაშვილის გარშემო ტრიალებს და ეს არის თემა მთავარი დღეს, მით უმეტეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში, არის მცდარი

უმრავლეოსბის დეპუტატი გია ვოლსკი. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტია УДАР-ის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

კომენტარები