სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს

youtube

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს.

სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ კლიჩკო ღირსეული ადამიანია, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტია УДАР-ში ბევრი რამ და ვინმეა შესაცვლელი. 

"ვიტალი კლიჩკო ჩემი ძველი მეგობარია. მე ვთვლი, რომ ის ძალიან ღირსეული ადამიანია. იყო მომენტები, პოროშენკოს დროს როცა მასზე ზეწოლას ახდენდნენ რომ ქუჩის აქციების დროს ჩვენ წინააღმდეგ წამოსულიყო. რომ მას განცხადებები გაეკეთებინა. როცა მოქალაქეობა ჩამომართვეს ის წინააღმდეგ წავიდა, როცა ქვეყნიდან გამაგდეს ის იყო ერთადერთი მთავრობიდან, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია. როცა საზღვრებს გარეთ ვიყავი ის ცდილობდა ჩემს დაბრუნებას და ეს რა თქმა უნდა პოროშენკოს დიდად არ ახარებდა. 

მე ვთვლი რომ 2014 წლის არჩევნებზე ის პრეზიდენტობის ყველაზე კარგი კანდიდატი იყო თუმცა უარი თქვა. შემდეგ ის კიევის მერი გახდა და ვთვლი, რომ ყველა სხვა მერთან შედარებით ის ყველაზე ეფექტურია და ბევრი რამ გააკეთა ქალაქისთვის. მის საქმიანობას წარმატებულად მივიჩნევ. 

თუმცა, აქ არის სხვა სიტუაცია. თუ წავალთ УДАР-ში, ამ შემთხვევაში ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად. პირველ რიგში იქ ბევრი ადამიანია, რომლებიც ბოლო მომენტამდე პოროშენკოსთან იყვნენ. ამიტომ, მე მგონია, რომ თუ ერთად წავალთ, ამ ადამიანებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, რომლებიც ბოლო წუთამდე პოროშენკოს ლოიალურად ემსახურებოდნენ. იქ ასევე არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კორუფციასთან და მათგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და უფრო მეტიც, მივაღწიოთ მათ ციხეში გაშვებას. ესეც გარკვეული წინაპირობაა განახლებისა და ახალი გაერთიანების."- ამბობს სააკაშვილი. 

მისივე თქმით, თუ ამ გზას აირჩევს, მისი პარტია არჩევნების მიღმა დარჩება. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს დახმარება სჭირდება. 

"ამისთვის კი მხოლოდ პასიური დამკვირვებლები არ უნდა ვიყოთ, არამედ მონაწილეობა უნდა მივიღოთ პროცესში",- თქვა სააკაშვილმა. 

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტია УДАР-ის ხელმძღვანელობა შესთავაზა

შეგახსენებთ, რომ 20 მაისს უკრაინის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა. სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ვადამდელი საპარლანემენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება

კომენტარები