ცნობილი ადამიანები

სავარაუდოდ, რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი დაინიშნენ

US Weekly

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობები რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი დაინიშნენ.

წყვილის ნიშნობის შესახებ რამდენიმე მედიამ მას შემდეგ დაწერა, რაც პაპარაცებმა რუნი მარასთვის აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელეს, რომელსაც ხელზე სავარაუდოდ ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

რუნი მარა

ჯერჯერობით ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, არც წყვილს და არც მათ მეგობრებს რაიმე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

34 წლის რუნი მარა და 44 წლის ხოაკინ ფენიქსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. მათი, როგორც წყვილის დებიუტი პირველად 70-ე კანის კინოფესტივალზე შედგა. მსახიობების თქმით, თავდაპირველად ერთმანეთი Mary Magdalene-ს გადასაღებ მოედანზე მოეწონათ.

კომენტარები