ჯარიმები

ავტობუსის ზოლებში და ველობილიკებზე მანქანის გადაადგილებაზე ჯარიმები გაიზარდა

city.kvira.ge

თბილისში ველობილიკებზე და ავტობუსის ზოლებში მანქანების გადაადგილებაზე ან გაჩერებაზე ჯარიმები გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა. კალაძის თქმით, სანქციების გამკაცრება მერიის ინიციატივა იყო.

"ეს ინიცირება რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ, როცა ვნახეთ რა შედეგს ვიღებთ, როდესაც კეთდება რეაბილიტირება, კეთდება საფეხმავლო ბილიკები ადამიანებისთვის, კეთდება ველობილიკები, ძირითადად ეს ყველაფერი გამოყენებულია საპარკინგე ადგილებად, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ასევე, სპეციალური საავტობუსე ზოლები, რომელბიც არის გაკეთებული იმისთვის, რომ საზოგადოებრივი სტანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და მგზავრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ საცობებში, ყველაზე სწრაფად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, კანონში ჩვენ გავამკაცრეთ ჯარიმები და ეს უკვე ამოქმედდა 3 ივნისს.  ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს პროექტი, ეს არის ჭკვიანი კამერების დაყენება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს ეს ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში მიუვათ მათ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს," - ამბობს კალაძე. 

ავტობუსის ზოლში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება დაჯარიმდება 50 ლარით.

კომენტარები