ჯარიმები

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 26 მლნ ლარზე მეტია

ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 26 მილიონ ლარზე მეტია.

საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შსს-მ 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დააჯარიმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. წესების დარღვევა კი ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 000 ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებდა.

შესაბამისად, იურიდიული პირებისთვის დაკისრებული ჯარიმა 315 000, ხოლო ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 26 148 000 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამში COVID 19-ის გამო დაწესებული ჯარიმების ოდენობაა 26 463 000 მილიონი ლარი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმება არ განიხილება.

კომენტარები