ჯარიმები

ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის გასულ ღამეს კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის გამო 101 მოქალაქე დაჯარიმდა.

პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 1 მოქალაქე დააჯარიმეს.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 8 ადამიანი დაჯარიმდა. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან დღემდე 7 000-ზე მეტი მოქალაქე დააჯარიმეს.

კომენტარები