სააკაშვილი უკრაინაში

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა

ТАСС

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტია УДАР-ის ხელმძღვანელობა შესთავაზა

"მე დავრჩები პარტიის ლიდერი, მიხელ სააკაშვილს კი მის ხელმძღანელობას ვთავაზობ",- თქვა მან. 

როგორც კლიჩკო facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, მისი პარტია უმაღლესი რადას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, ის კიევის მერად დარჩება, რადგან მოსახლეობასთან თავისი ვალდებულებები აქვს. 

შეგახენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ, 28 მაისს დაუბრუნა. სააკაშვილი კიევში მეორე დღესვე ჩაფრინდა.

20 მაისს უკრაინის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა. სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ვადამდელი საპარლანემენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება. 

 

კომენტარები