უკრაინა-აშშ

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მიიწვია

RT

დონალდ ტრამპმა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს. 

ზელენსკის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს მიწვევისთვის მადლობას უხდის. 

ასევე, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისაც უხდის მადლობას.  

გაცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს კონგრესზე წარმოდგენილია კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მთლიანობას და სუვერენიტეტის დაცვას ეხება. 

განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტი უკრაინისთვის იარაღის გადაცემასა და თავდაცვითი აქტივების მიყიდვას გულისხმობს. მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ასევე რუსეთის მხრიდან კიბერშეტევებისგან დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს. 

"ეს მხარდაჭერა ორ ქვეყანას შორის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი სიგნალია"- წერია განცხადებაში.

კომენტარები