ისრაელი

სამთავრობო კოალიციის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ისრაელში ხელახალი არჩევნები დაინიშნა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

მას შემდეგ, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუს მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა, ისრაელში კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის დაშლას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

არჩევნები 17 სექტემბერს გაიმართება.

ისრაელში არჩევნები გასულ თვეს ჩატარდა. მას შემდეგ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. მისმა ლიკუდის პარტიამ ქნესეთში 120-დან 35 ადგილი მოიპოვა, თუმცა ყოფილ თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანთან და მის ნაციონალისტურ პარტიასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ლიბერმანმა მთავარ პირობად სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამონაკლისებში ცვლილება წამოაყენა.

ნეთანიაჰუმ ხელახალი არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირა, რათა სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები სხვა პარტიებს არ დაწეყოთ.

გასულ თვეს ჩატარებულ არჩევნებში მისმა მთავარმა ოპონენტმა კოალიციამ "ლურჯი და თეთრი" რომელსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი მეთაურობს ასევე 35 ადგილის მოპოვება შეძლო.

იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუ თანამდებობას მეხუთე ვადით დაიკავებს ისრაელის ეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადა იქნებათ, რომლითაც ერთმა პიროვნებამ პრემიერმინისტრის პოსტზე იმსახურა.

 

კომენტარები