სააკაშვილი უკრაინაში

ხუხაშვილი სააკაშვილზე: ზელენსკის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული

ზელენსკის ეს გადაწყვეტილება არის პრაგმატული პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ის ფიქრობს, რომ მიშა მიეხმარება ამ მაფიოზური სისტემის ნგრევის პროცესში. ზელენსკის სჭირდება ძალიან აქტიური მოქმედებები სისტემის ნგრევის კუთხით, სააკაშვილი კი ამისთვისაა დაბადებული.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტვ პირველის ეთერში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლასა და ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის გადაცემას აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ, 28 მაისს დაუბრუნა.

კომენტარები