სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: ერთი ოლიგარქი მოვიშორეთ, ახლა მეორე ეგზემპლარი უნდა მოვიშოროთ საქართველოში

ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება საქართველოში. განშორების პაუზა დასრულდება. აქ მაქვს უკრაინის დოკუმენტი, ზუსტად ასეთი მექნება საქართველოშიც. რაც ხდება საქართველოში არის დიდი უსამართლობა, ზუსტად ასეთი რამ ხდებოდა უკრაინაში. ბედნიერად მიმიღეს ელჩმა, კონსულმა, ყველა ბედნიერი იყო. უკრაინაში გუშინ იმხელა აჟიოტაჟი იყო, მე თვითონაც გაოგნებული ვარ. რამდენ ადამიანს ვყვარებივარ, თურმე იმ ქვეყანაში. მე კი არ ვყვარებივარ, სამართლიანობის გრძნობა უყვართ. სამართლიანი და თავისუფლების მოყვარე ხალხია. თავისუფლების შეზღუდვას და უსამართლობას ვერ იტანენ. რომ აღდგა სამართლიანობა, ამაზე ჰქონდათ სწორი რეაქცია.

ქვეყანაში სადაც ჩემი ცხოვრების თითქმის 12 წელი მაქვს გატარებული არ მიშვებდნენ, იმიტომ, რომ ვიღაც ავადმყოფ ოლიგარქებს მოეჩვენათ, რომ მე მათთვის საფრთხე ვარ - ზუსტად ისეე, როგორც ეჩვენება ივანიშვილს. ერთი ოლიგარქი მოვიშორეთ, ახლა მეორე ეგზემპლარი უნდა მოვიშოროთ საქართველოში და ყველაფერი კარგად იქნება.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი რუსთავი 2-თან საუბარში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ, 28 მაისს, დაუბრუნა. სააკაშვილმა უკრაინის პასპორტი დღეს აიღო და უკრაინაში გაემგზავრა.

კომენტარები