Human Rights Watch

Human Rights Watch-ის დამფუძნებელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი პუბლიცისტი და Human Rights Watch-ის დამფუძნებელი რობერტ ბერნშტეინი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ბერნშტეინის შვილზე დაყრდნობით წერს. ის ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

რობერტ ბერნშტეინი 1966-1990 წლებში Random House-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად, საბჭოთა დისიდენტების ანდრეი სახაროვისა და მისი ცოლის ელენა ბონნერის საქმიანობით აქვეყნებდა. 

1970-იან წლებში ის აქტიურად ჩაერთო ადამიანის უფლებადაცვით საქმიანობაში. 1978 წელს მან რამდენიმე ორგანიზაცია ჩამოაყალიბა რომელიც 1988 წელს ერთ ორგანიზაციად, Human Rights Watch- ად ჩამოყალიბდა. ის ორგანიზაციის ხელმძღვანელი 1998 წლამდე იყო.

მედიის ცნობით, ბოლო წლებში ბერნტეინი კიევში კითხულობდა ლექციებს.

2011 წელს მან ორგანიზაცია Advancing Human Rights-იც დააფუძნა. 

კომენტარები