Human Rights Watch

Human Rights Watch: უნდა არსებობდეს თვითნებური დაკავების თავიდან აცილების მექანიზმები

პოლიტიკური აქტივისტებისა და მომიტინგეთა მიმართ ადმინისტრაციული დაკავების წესის ბოროტად გამოყენებით საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებას, აღკვეთოს თვითნებური დაკავების შემთხვევები - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში. 
ანგარიშში საუბარია დაკავებულთა უფლებებსა და სასამართლოს მოვალეობებზე. ასევე შესაბამისი ორგანოების პასუხისმგებლობაზე, გამოიძიონ წინასწარი დაკავების პატიმართა მიმართ ჩადენილი არასწორი მოპყრობს ფაქტები.
,,პოლიციას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და დააპატიმროს ნებისმიერი პირი, ვინც ამ წესრიგის დარღვევას შეეცდება, მაგრამ უნდა არსებობდეს თვითნებური დაკავების თავიდან აცილების მექანიზმები. არსებული სამართლებრივი ჩარჩო და სასამართლო არ უზრუნველყოფს დაკავებულთა სათანადო დაცვას. შესაბამისად, აუცილებელია მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად." - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.
ამავე თემაზე რეკომენდაციები სამართალდამცავ ორგანოებს, გუშინ, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მისცა. მან სამართალამცავ ორგანოებს დასჯის უფრო მსუბუქი ფორმების გამოყენებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები