SpaceX

SpaceX-მა ორბიტაზე 60 სატელიტი გაუშვა [Video]

SpaceX-მა ფლორიდადან რაკეტა გაუშვა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 60 სატელიტს გაუშვებს. სატელიტები მაღალი სიჩქარის ინტერნეტ-კავშირისათვის არის განკუთვნილი.

ილონ მასკის კომპანიის მიზანს ორბიტაზე 12,000-მდე სატელიტის გაშვება წარმოადგენს "სტარლინკის" ქსელის შესაქმენლად. სატელიტები დედამიწის ზედაპირიდან 2,000 კილომეტრზე, ქვედა ორბიტაზე განთავსება და ხელს შეუწყობს ინტერნეტის სიჩქარის და კავშირის ხარისხის გაუმჯობესებას.

"სტარლინკის" პროექტის შესახებ ბევრი რამ კვლავ უცნობია. სანამ ქსელი ამუშავებას შეძლებს SpaceX-მა კიდევ სულ მცირე 6 რაკეტა უნდა გაუშვას.

ილონ მასკი იმედოვნებს, რომ ტელეკომუნიკაციების ქსელიდან მიღებული შემოსავლით სხვა პროექტების დაფინანსებას შეძლებს, მათ შორის მთვარესა და მარსზე ბაზების შექმნას.

სატელიტების ქსელის მსგავს პროექტზე მუშაობს Amazon-იც.

კომენტარები