კომპანია SpaceX-ის კოსმოსური მისიის Inspiration 4-ის ეკიპაჟი წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე. ეს ისტორიაში პირველი კოსმოსური მისია იყო, რომლის ეკიპაჟის წევრებიც პროფესიონალი ასტრონავტები არ ყოფილან.
მისიის ეკიპაჟი 4 ადამიანისგან შედეგება: მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, ექმის ასისტენტი ჰეილი არსენო, გეომეცნიერი და ნასას ასტრონავტობის კანდიდატი სიან პროქტორი, საჰაერო ძალების ვეტერანი და მონაცემთა დამუშავების ინჟინერი კრის სემბროსკი. მისიისთვის ისინი 6 თვე ემზადებოდნენ. კოსმოსური მისია აიზეკმანმა დააფინანსა.
ეკიპაჟმა დედამიწის გარშემო ორბიტაზე 3 დღე გაატარეს. სამი დღის მანძილზე ექსპერტებმა ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად აღწერეს. მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება, გამოიკვლიონ რა გავლენა აქვს კოსმოსში ყოფნას არაპროფესიონალი ასტრონავტის ჯანმრთელობაზე.