მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მითუმეტეს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად
tbl.ge/3ppo
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ვარდნაზე. ორ თვეზე მეტია, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2.7799 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.0954 ლარი. კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.79 ლარია, 1 ევროსი - 3.11 ლარი. ბანკებში უცხოური ვალუტა უფრო ძვირია - 1 დოლარის შეძენა 2.82 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი - 3.15 ლარად.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 1 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 3.10 თეთრამდე გაძვირდა, ევროსი – 3.34-მდე
- ლარი დოლართან 8.3 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 7.5 თეთრით