სადელიმიტაციო კომისია

პრეზიდენტი: მივესალმები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განახლებას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომას ეხმაურება. ზურაბიშვილის თქმით, დელიმიტაციის პროცესის განახლებაზე აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 

"მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენსტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს," - წერია ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. თუმცა, არსებობდა მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტებოდა.

სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა სადელიმიტაციო კომისია განახლებული შემადგენლობით. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

კომენტარები