ლარის გაუფასურება

კაკაურიძე: ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარი არ უნდა უფასურდებოდეს

ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის კურსი არ უნდა უფასურდებოდეს. შესაბამისად, მე ნამდვილად არ ვიცი, მაისში თუ რაიმე კონკრეტული მოთხოვნაა, რის გამო გაიზარდა.

ბიუჯეტს არ გაუწევია იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენ მუდმივად კრიტიკა გვაქვს და დღესაც გვქონდა განხილვა, რომ დაგეგმილი მაჩვენებლების აუთვისებლობა იყო, გარკვეულწილად და ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რაღაც გარკვეული გაუთვალისწინებელი ხარჯები გაიწია არჩევნებთან დაკავშირებით.

ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება [გაყიდის თუ არა რეზერვებს]. მე არ ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს, რომ რეზერვები უნდა ყიდოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსთავი 2-თან საუბარში. ცნობისთვის, ორ თვეზე მეტია, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ბოლო პერიოდში, ლარი დოლართან მიმართებით, 10 თეთრზე მეტით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 5 თეთრით.

კომენტარები