კრიმინალი

კასპში 7 თვის ბავშვის გაგუდვის ბრალდებით დედა დააკავეს, ის არასრულწლოვანია

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში 7 თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით დედა დააკავეს, რომელიც 16 წლისაა.

უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა [...], საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები