უკრაინა-საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია. 

ზურაბიშვილი ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო, ასევე, ვიზიტის ფარგლებში მას პირისპირ შეხვდა. 

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მათ თავიანთი პრიორიტეტები განსაზღვრეს. 

"რატომ წავიდა ჩვენი გუნდი პოლიტიკაში? ჩვენი ნომერ პირველი გამოწვევა ცეცსლის შეწყვეტაა აღმოსავლეთში, სადაც ჩვენი ხალხი ყოველდღე იხოცება" - თქვა ზელენსკიმ.  

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინა გააგრძელებს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს. 

ზელენსკისვე თქმით, ქვეყნის ერთ-ერთ ამოცანა კორუფციის დამარცხებაა. 

"საქართველოს გამოცდილება ამ საკითხში ჩვენთვის მაგალითია". - თქვა მან. 

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უკრაინულ-ქართულ ორმხრივ ურთიერთობებზე და თქვეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობენ. 

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატო-ს წევრობისა და ევროინტეგრაციის გზაზე თავიანთი პოზიციები უნდა გააერთიანონ. 

„ჩვენ ყველას კიდევ ერთი გამოწვევა გველოდება – ევროპარლამენტის არჩევნები. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ უკრაინისა და საქართველოს პოზიციები ევროინტეგრაციისა და ნატო-ს წევრობისკენ გზაზე.

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

კომენტარები