არჩევნები 2019

კობახიძე: შენგელიას 54.08% აქვს, ზუგდიდში ჩვენმა კანდიდატმა I ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 54.08% აიღო. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ეს ცესკოს მონაცემებია,

"შეიძლება, ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა გეგა შენგელიამ" - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, რეგიონებში, ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

რაც შეეხება მთაწმინდას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის თქმით, "თუ პირველ ტურში გამოაცხადებენ გამარჯვებას, ჩვენ ამას არ შევეგუებით არანაირად".

კომენტარები