ეგვიპტე

გიზას პირამიდებთან აფეთქების შედეგად ავტობუსში მყოფი ტურისტები დაშავდნენ

REUTERS

19 მაისს ეგვიპტეში გიზას პირამიდებთან მომხდარი აფეთქების შედეგად ავტობუსში მყოფი 28 ტურისტიდან 16 დაშავდა. ავტობუსთან კიდე ერთი ავტომობილი დაზიანდა.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა უმეტესობა სამხრეთ აფრიკელი ტურისტები არიან.

უცნობია, თუ ვინ დგას აფეთქების უკან, თუმცა წარსულში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ისლამისტი სამხედროები ტურისტებს თავს დაესხნენ.

გასული წლის დეკემბერში გზისპირას მომხდარმა აფეთქებამ სამი ვიეტნამელი ტურისტისა და გიდის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმი ეგვიპტის ეკონომიკის უმთავრესი სფეროა.

2011 წლის არაბულმა გაზაფხულმა და 2015 წელს რუსული თვითმფრინავის აფეთქებამ ტურისტების რიცხვი შეამცირა.

კომენტარები